ახალი ამბები
თბილისი-ზუგდიდის მატარებელი უამინდობის გამო ხაშურში გაჩერდა
თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი უამინდობის გამო ხაშურში გარკვეული ხნის მანძილზე გაჩერდა. საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატარებლების გაჩერების მიზეზი ელექტროენერგიის შეზღუდვა გახდა.

„ხაშური-ზესტაფონის საუღელტეხილო მონაკვეთზე მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ელექტროენერგიის შეზღუდვის შედეგად, დროებით შეფერხება შეექმნათ მაგისტრალზე მოძრავ მატარებლებს. ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და მატარებლების გაშვება ხდება ეტაპობრივად“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

საქართველოს რკინგზის ცნობით, შესაბამისი სამსახურები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ.



Print