ახალი ამბები
გარემოვაჭრეების აქციას მონიტორინგს სახალხო დამცველის წარმომადგენელი უწევს
ზუგდიდის მერიის წინ იმყოფება სახალხო დამცველის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში ლევან პაპავა. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ მას წერილობით მიმართა. სახალხო დამცველის წარმომადგენლის განმარტებით, ის აქციებს დააკვირდება და შეისწავლის მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, იქნება თუ არა უფლებამოსილების გადამეტება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის გადაკეტვა ცადეს, რა დროსაც ერთ-ერთი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა. ამ წუთებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მას პირველად დახმარებას უწევს.



აქცია მერიის შენობის წინ გრძელდება. გარემოვაჭრეები მერთან შეხვედრას ითხოვენ.

ამავე თემაზე:

გარემოვაჭრეები მერიის წინ: ძირს გოგია

Print