რეგიონი
ენმ: გუბერნატორი ეცდება კონსტრუქციული გზით მოაგვაროს გარემოვაჭრეების პრობლემა (ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა წითლიძე სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას შეხვდა. წითლიძემ გუბერნატორს გარემოვაჭრეების მოთხოვნები გააცნო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გუბერნატორი მზადაა მერთან, ლაშა გოგიასთან და გარემოვაჭრეებთან ერთად, კონსტრუქციული გზით მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა.



თავის მხრივ, აქციის მონაწილეები საკითხის შესწავლამდე გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ.



„სანამ შეისწავლიან ამ პრობლემას და მიიღებენ საბოლო გადაწყვეტილებას, ჩვენ მოგვცენ უფლება, რომ გავაგრძელოთ მუშაობა. ვერ დაველოდებით მათ, არ გვაქვს ჩვენ ლოდინის დრო. ყველას სესხები გვაქვს ბანკში და ამდენ დღეს უმუშევრად ვერ ვიქნებით“, - აცხადებენ ისინი.

ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა წითლიძე, გარემოვაჭრეების მოთხოვნებთან დაკავშირებით, მერთან ლაშა გოგიასთან შეხვედრასაც გეგმავს.


ამავე თემაზე:

მერისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა უშედგეოდ დასრულდა (ვიდეო)

გარემოვაჭრეები ზუგდიდის მერთან შესახვედრად ემზადებიან

გარემოვაჭრეები გუბერნიიდან ისევ მერიისკენ მიემართებიან

ენმ ზუგდიდში გარევაჭრობის წესის შეცვლას ითხოვს
Print