რეგიონი
გარემოვაჭრეები ძველი ტერიტორიის დაკავებას აპირებენ (ვიდეო)
გარემოვაჭრეები ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მანამდე ვაჭრობდნენ, მუშაობის გაგრძელბას აპირებენ. მათი თქმით, დათმობაზე არ წავლენ და მერიის ზედამხედველობის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, აქციებს გააგრძელებენ.

„რაც გუბერნატორმა თქვა, ის გაიმეორა მერმა. ჩვენ ახლა მივდივართ ძველ ადგილებზე და რაც გვაქვს, იმ საქონლით ვივაჭრებთ. მოვიდნენ და დაგვიჭირონ, ვნახოთ რამდენს დაიჭერენ“, - ამბობს აქციის მონაწილე, მარინა ფარულავა.



ცოტა ხნის წინ, გარემოვაჭრეების მოთხოვნების შემსწავლელი ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, მერისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის შეხვედრა დასრულდა. ანა წითლიძის თქმით, მერის პოზიცია უცვლელია და ის გარევაჭრობის წინააღმდეგია.



„ზუგდიდის მერთან ჩემი შეხვედრა გუბერნატორის შუამდგომლობით განხორციელდა. მერს კიდევ ერთხელ გავაცანი გარემოვაჭრეების მოთხოვნები. სამუშაო ჯგუფი შეისწავლის მათ პრობლემებს და დაიწყება გარევაჭრობის წესის საჯარო განხილვა. მერთან ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ შეიქმნებოდა სამუშაო ჯგუფი, თუმცა ვერ შევთანხმდით იმაზე, რომ ამ ხალხმა დროებით იმუშაოს. ამ შემთხვევაში მერის პოზიცია არის შეუვალი“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

გარემოვაჭრეები ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, მათ ვაჭრობის გაგრძელება სურთ. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები და ზედამხედველობის სამსახურის წამომადგენლები.

ამავე თემაზე:

ენმ: გუბერნატორი ეცდება კონსტრუქციული გზით მოაგვაროს გარემოვაჭრეების პრობლემა



Print