EBRD ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის 230 მილიონს დოლარს გამოყოფს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ნენსკრა ჰესის
მშენებლობისთვის თითქმის 230 მილიონ დოლარს გამოყოფს. 214 მილიონი
აქედან სესხია, 15
მილიონით კი EBRD-ის პროექტის კაპიტალში შედის. აღნიშნული
გადაწყვეტილება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის
დირექტორთა საბჭომ ერთხმად მიიღო. ნენსკრა ჰესი მესტიის
მუნიციპალიტეტში, ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში აშენდება.
პროექტი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს
„საპარტნიორო ფონდის“ მიერ ხორციელდება.
ნენსკრა ჰესის მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს. ამჟამად
მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.
მასალის გამოყენების პირობები