ახალი ამბები
EBRD ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის 230 მილიონს დოლარს გამოყოფს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის თითქმის 230 მილიონ დოლარს გამოყოფს. 214 მილიონი აქედან სესხია, 15 მილიონით კი EBRD-ის პროექტის კაპიტალში შედის. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭომ ერთხმად მიიღო. ნენსკრა ჰესი მესტიის მუნიციპალიტეტში, ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში აშენდება.

პროექტი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ ხორციელდება.

ნენსკრა ჰესის მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.

Print