ახალი ამბები
აფხაზეთიდან დევნილი: მოტყუებით წართმეული ბინის დაბრუნებას ვითხოვ (ვიდეო)
აფხაზეთიდან დევნილი მანანა თაკალანძე შპს „სუპერმარკეტის“ დირექტორის მოადგილეს მანანა ბარძემაშვილს თაღლითობაში ადანაშაულებს. თაკალანძის  მტკიცებით, ბარძემაშვილმა მას თაღლითური გზით ბინა წაართვა.

„გასული წლის აპრილში ბინა მივიღე დევნილთა დასახლებაში. მინდოდა, სოფლის სახლში გადამეცვალა. არ ვიცი, ეს ამბავი საიდან გაიგო მანანა ბარძემაშვილმა, ერთ დღეს სახლში მომადგა და გადასაცვლელად საკუთარი სახლი შემომთავაზა. დავთანხმდი, წავედით რეესტრში და მოვაწერე ხელი გაცვლაზე. მერე აღმოჩნდა, რომ ნასყიდობაზე მომაწერინა ხელი. ექვსი შვილით დამტოვა ქუჩაში“, - თქვა თაკალანძემ.

მანანა თაკალანძე ოჯახის წევრებთან და ადვოკატთან ერთად ზუგდიდის რაიონული პროკურატურის შენობასთან იმყოფება და საოლქო პროკურორთან შეხვედრას ითხოვს, რათა უწყება აღნიშნულით დაინტერესდეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 180-ე თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს. თავად მანანა ბარძემაშვილი რადიო „ათინათის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

Print