ახალი ამბები
ზუგდიდში გარე და შიდა მოვაჭრეების აქციები პარალელურად მიმდინარეობს
ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში მომუშავე მოვაჭრეები ბაზრის წინ არიან შეკრებილები. ისინი გარევაჭრობის აკრძალვას მოითხოვენ და ამბობენ, რომ გარემოვაჭრეები სამუშაოდ ბაზარში არსებულ ფართებზე უნდა შევიდნენ. მათი მტკიცებით, მყიდველი შიდა ტერიტორიაზე სწორედ იმიტომ არ შედის, რომ სასურველ საქონელს ბაზრის მიმდებარედ ყიდულობს.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ არ დათმოს და არ დააბრუნოს გარემოვაჭრეები ძველ ტერიტორიებზე. აქ არის ადგილები, შემოვიდნენ და იმუშაონ“, - ამბობენ ისინი.

თავის მხრივ, გარემოვაჭრეები ამტკიცებენ, რომ მათ ბაზრის შიგნით მომუშავეები შეგნებულად დაუპირისპირეს და დათმობას არ აპირებენ.



ისინი კვლავ მერიის წინ არიან შეკრებილები და მერთან შეხვედრას ითხოვენ. მათი მთავარი მოთხოვნა კი გარევაჭრობის უფლების გაგრძელებაა.

ამავე თემაზე:

ფართები რომელთაც მერია გარემოვაჭრეებს სთავაზობს (ვიდეო)

გარემოვაჭრეები ძველი ტერიტორიის დაკავებას აპირებენ (ვიდეო)


Print