ახალი ამბები
გარემოვაჭრეები გუბერნიასთან საკრებულოს სხდომის დაწყებას ელოდებიან
სამეგრელო-ზემო სვანეთის წინ შეკრებილი გარემოვაჭრეები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დაწყებას ელოდებიან. მათ მერიის შენობიდან გუბერნიასთან, დაახლოებით, ერთი საათის წინ გადაინაცვლეს.

გარემოვაჭრეების გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი მათგანი საკრებულოს სხდომას დაესწრება და დეპუტატებს მათ მოთხოვნებს გააცნობს.

გარემოვაჭრეებს ტრანსფარანტები წაწერებით: „ძირს გოგია“, „ჩვენს ბავშვებს შიათ“ უჭირავთ.

ისინი, უკვე მესამე დღეა, საპროტესტო აქციებს მართავენ და გარევაჭრობის უფლების გაგრძელებას ითხოვენ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში გარე და შიდა მოვაჭრეების აქციები პარალელურად მიმდინარეობს
Print