რეგიონი
საკრებულოს სხდომას ზუგდიდის ბაზრის შიდა და გარე მოვაჭრეები ესწრებიან
საკრებულოს სხდომას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის შიდა და გარე მოვაჭრეებიც ესწრებიან. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია უძღვება. მისი თქმით, დეპუტატები ვალდებულები არიან, მოუსმინონ გარემოვაჭრეებს და გაეცნონ მათ პრობლემებს, რადგან ეს ადამიანები ამომრჩევლები არიან. მან ასევე სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„უნდა შეიქმნას შესაბამისი კომისია და ეს საკითხი სათანადოდ უნდა იქნეს შესწავლილი, რათა თითოეული მათგანი დაკმაყოფილდეს. მერიისა და საკრებულოს ერთობლივი ინიციატივაა, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში არასამათავრობო ორგანიზაციების, მედიის და თავად გარემოვაჭრეების წარმომადგენლებიც იქნებიან“, - განაცხადა ბესიკ ჭეჟიამ.

გარემოვაჭრეები უკვე მესამე დღეა მუშაობის ნებართვას ითხოვენ. ისინი დილიდან ზუგდიდის მერიის შენობის წინ იმყოფებოდნენ. პარალელურად, საპროტესტო აქცია ბაზრის შიდა მოვაჭრეებმაც გამართეს. ისინი გარევაჭრობას აპროტესტებენ.

ამავე თემაზე:

გარემოვაჭრეები გუბერნიასთან საკრებულოს სხდომის დაწყებას ელოდებიან


Print