რეგიონი
გარემოვაჭრეები მერის მოადგილეს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
საკრებულოს სხდომაზე გარე და შიდა მოვაჭრეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. ცენტრალური ბაზრის შიდა მოვაჭრეები ამბობენ, რომ გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს, რადგან იქ ანტისანიტარიაა და პროდუქტის გაყიდვა არ შეიძლება,.

"ყველას გვიჭირს, ყველას გვაქვს ვალები, მაგრამ ასე არ შეიძლება. ვისაც ეხება, მოაგვაროს ეს საკითხი", - თქვეს მათ. 

ტანსაცმლით მოვაჭრეების მოთხოვნები კი კვლავ უცვლელია. სხდომაზე ერთმანეთს მერის მოადგილე  და გარემოვაჭრეებიც დაუპირისპირდნენ. მათ მაიზერ ნანავას უთხრეს, რომ მერმა ლაშა გოგიამ მათი მოთხოვნები არ გაითვალისწინა და შიდა მოვაჭრეები შეგნებულად დაუპირისპირა. აღნიშნულს ნანავამ დემაგოგია უწოდა.

სიტუაციის განმუხტვა დეპუტატებმა შეძლეს. ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ მერის მოადგილეს მიმართა, რომ მსგავსი ტონით საკუთარ მოქალაქეებთან საუბარი მიზანშეწონილი არ არის. 

გარემოვაჭრეები უკვე მესამე დღეა მუშაობის ნებართვას ითხოვენ. ისინი დილიდან ზუგდიდის მერიის შენობის წინ იმყოფებოდნენ. პარალელურად, საპროტესტო აქცია ბაზრის შიდა მოვაჭრეებმაც გამართეს. ისინი გარევაჭრობას აპროტესტებენ.

ამავე თემაზე:

საკრებულოს სხდომას ზუგდიდის ბაზრის შიდა და გარე მოვაჭრეები ესწრებიან


Print