რეგიონი
საკრებულოს სხდომა, რომელსაც გარემოვაჭრეები ესწრებოდნენ უშედეგოდ დასრულდა
აქციის მონაწილეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის შეთანხმება კვლავ ვერ შედგა. საკრებულოს სხდომიდან გამოსულმა გარემოვაჭრეებმა განაცხადეს, რომ ისინი ძველ ადგილებს დაუბრუნდებიან და იქ გააგრძელებენ მუშაობას. მათი თქმით, შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართს იმ შემთხევაში დასთანხმდებიან, თუ მერია მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

„ვერც დღეს მივაღწიეთ შეთანხმებას, არ ვაპირებთ დათმობას, წავალთ და ისევ იქ დავიწყებთ ვაჭრობას, სადაც ადრე ვიყავით. მარცხენა სანაპიროზე იმ შემთხვევაში გადავალთ, თუ იქ ნორმალური სამუშაო პირობები და საკმარისი ადგილები იქნება", - აცხადებენ გარემოვაჭრეები.

თავის მხრივ, მერის მოადგილე მაიზერ ნანავა აცხადებს, რომ გარევაჭრობა არ იქნება დაშვებული და თუ გარემოვაჭრეები ძველ ადგილებს დაუბრუნდებიან, მერია კანონის შესაბამისად იმოქმედებს. 

გარემოვაჭრეები უკვე მესამე დღეა გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ. ისინი დილიდან ზუგდიდის მერიის შენობის წინ იმყოფებოდნენ. პარალელურად, საპროტესტო აქცია ბაზრის შიდა მოვაჭრეებმაც გამართეს. ისინი გარევაჭრობას აპროტესტებენ.


ამავე თემაზე:

გარემოვაჭრეები მერის მოადგილეს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

Print