ახალი ამბები
გარემოვაჭრეები აქციებს ორშაბათიდან განაახლებენ (ვიდეო)
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარედ მომუშავე გარემოვაჭრეები აქციებს ორშაბათიდან გადაახლებენ, მანამდე კი ისინი ძველ ტერიტორიაზე დარჩენას აპირებენ. „ხელში დავიჭერთ ჩვენს საქონელს და ასე გავყიდით. ორშაბათიდან კი განვაახლებთ აქციებს“, - აღნიშნეს მათ.

რაც შეეხება სპეციალურ სამუშაო ჯგუფს, მათ გადაწყვეტილება შეცვალეს და ამბობენ, რომ კომისიის შემადგენლობაში არ შევლენ.



გარემოვაჭრეები უკვე მესამე დღეა გარევაჭრობის ნებართვის მოთხოვნით აქციებს მართავენ. მერია მათ ალტერნატიულ ფართს გარკვეული შეღავათებით სთავაზობს, თუმცა, მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ ქირის გადახდის საშუალება არ აქვთ. თავის მხრივ, მერია პოზიციის შეცვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ გარევაჭრობა არ იქნება.

ამავე თემაზე:

საკრებულოს სხდომა, რომელსაც გარემოვაჭრეები ესწრებოდნენ უშედეგოდ დასრულდა (ვიდეო)

Print