ახალი ამბები
ხმაური ზუგდიდში - სამართალდამცავებმა ერთი გარემოვაჭრე დააკავეს (ვიდეო)
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი გარემოვაჭრე დააკავეს. სამართალდამცავებმა ის მას შემდეგ წაიყვანეს, რაც სავალი გზიდან სავაჭრო პროდუქციის აღება მოსთხოვეს.

დაკავებული, სავარაუდოდ, პოლიციის სამმართველოს შენობაშია გადაყვანილი.



დაკავებას გარემოვაჭრეების მხრიდან პროტესტი მოყვა. ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

მანამდე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდაცმავებმა გარემოვაჭრეებს სავაჭრო საქონლის გზის სავალი ნაწილიდან აღება რამდენჯერმა მოსთხოვეს, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ ამის გაკეთებას არ აპირებდნენ, რადგან აქ მუშაობის გარდა მათ სხვა საარსებო წყარო არ გააჩნიათ. 



შს სამინისტროს ინფორმაციით, ქალი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოების, ზედამხედველობის სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ამავე თემაზე:

გარემოვაჭრეები აქციებს ორშაბათიდან განაახლებენ (ვიდეო)
Print