ახალი ამბები
გარემოვაჭრეები პოლიციის სამმართველოსთან დაკავებული მოვაჭრის გათავისუფლებას ითხოვენ (ვიდეო)
ზუგდიდელი გარემოვაჭრეების ნაწილმა დაკავებული გარემოვაჭრის გათავისუფლების მოთხოვნით პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლა. მათთან პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი კობა ხარებავა გამოვიდა და განუმარტა, რომ დაკავებული იქ არ იმყოფება და სასამართლოშია გადაყვანილი. რაც შეეხება გათავისუფლებას, მისივე თქმით, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ადმინისტრაციული წესით ჯარიმა დაეკისრება. 

"თუ ისევ დაუბრუნდებით სავაჭრო ადგილებს ძველ ტერიტორიაზე, თქვენი დაჭერაც მოგვიწევს", - უთხრა მათ ხარებავამ.

მისმა სიტყვებმა გარემოვაჭრეების პროტესტი გამოიწვია. მათ ხარებავას ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობაც სთხოვეს, რის შემდეგაც მან მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს დაურეკა და ადგილზე მისვლა სთხოვა.



სამმართველოსთან ერთმანეთს ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე და პოლიციის უფროსი დაუპისიპირდნენ. ხარებავამ, მას შემდეგ, რაც წითლიძემ გარემოვაჭრეების მოთხოვნები განუმარტა, უთხრა, რომ მასთან სასაუბროდ არ გამოსულა. 

ამავე თემაზე:

ხმაური ზუგდიდში - სამართალდამცავებმა ერთი გარემოვაჭრე დააკავეს (ვიდეო)
Print