ახალი ამბები
ფოთში ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ფოთში ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავარიის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.


Print