ახალი ამბები
ზუგდიდის პოლიციის უფროსი გარემოვაჭრეებს მერთან უშუამდგომლებს
ზუგდიდის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი კობა ხარებავა გარემოვაჭრეებს მერთან უშუამდგომლებს. ეს დაპირება ხარებავამ სამმართველოსთან შეკრებილ გარემოვაჭრეებს მისცა. 

„საუბარია ჩვენი სავაჭრო ტერიტორიის წინ არსებულ ტერიტორიაზე, სადაც გვინდა, რომ გაგვიკეთონ კონსტრუქციები და მოგვცენ უფლება, იქ ვიმუშაოთ. სამმართველოს უფროსი დაგვპირდა, რომ მერთან სამშაბათს ამ საკითხს განიხილავს“, - აღნიშნა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

კობა ხარებავას განმარტებით, ის მერს ესაუბრა. მისივე თქმით, ლაშა გოგია ზუგდიდში ორშაბათს საღამოს ჩამოვა, რის შემდეგაც ხარებავა მას გარემოვაჭრეების მოთხოვნას გააცნობს და ამ საკითხს განიხილავს.

გარემოვაჭრეებთან ერთად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებიც იმყოფებიან.

ამ წუთებში ისინი სასამართლოსკენ მიემართებიან, სადაც, სავარაუდოდ, დაკავებული გარემოვაჭრე გადაიყვანეს.




ამავე თემაზე:

საკრებულოს თავმჯდომარე გარემოვაჭრეებს: ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ყველაფერი მართვადია (ვიდეო)
Print