ახალი ამბები
დაკავებული გარემოვაჭრე სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ გაათავისუფლა
ზუგდიდელი გარემოვაჭრე ლალი შურღაია, რომელიც სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით დღეს დილით დააკავეს, რაიონულმა სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ გაათავისუფლა.

პროცესის დასრულებას სასამართლოს შენობასთან გარემოვაჭრეები ელოდებოდნენ.



ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი გარემოვაჭრე მას შემდეგ დააკავეს, რაც სავალი გზიდან სავაჭრო პროდუქციის გატანაზე უარი განაცხადა.

მანამდე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდაცმავებმა გარემოვაჭრეებს სავაჭრო საქონლის გზის სავალი ნაწილიდან აღება რამდენჯერმა მოსთხოვეს, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ ამის გაკეთებას არ აპირებდნენ, რადგან აქ მუშაობის გარდა მათ სხვა საარსებო წყარო არ გააჩნიათ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის პოლიციის უფროსი გარემოვაჭრეებს მერთან უშუამდგომლებს
Print