ახალი ამბები
პროტესტის მეექვსე დღე - გარემოვაჭრეები გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ
ზუგდიდელი გარემოვაჭრეები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი ამ წუთებში სამხარეო ადმინისტრაციასთან არიან შეკრებილები.

„ჩვენ არ გავჩერდებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ. იმ ფართებში, რომლებიც შემოგვთავაზეს, მუშაობა შეუძლებელია. ან დაგვაბრუნონ ძველ ადგილას, ან მოგვცენ ნორმალური ადგილები“, - ამბობენ გარემოვაჭრეები.

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარედ მომუშავე მოვაჭრეებმა საპროტესტო აქციები 31 იანვარს დაიწყეს. ამავე დღეს მერთან მათი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ისინი მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნალტიულ ფართებზე უარს ტარიფებისა და არასაკმარისი სავაჭრო ადგილების მიზეზით ამბობენ.



მათ მუშაობა თვითნებურად ორი დღის წინ განაახლეს, რა დროსაც სამართალდამცავებმა ერთ-ერთი მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მოგვიანებით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაკავებული სიტყვიერი გაფრთხილების მიცემის შემდეგ გაათავისუფლა.


ამავე დღეს ზუგდიდის პოლიციის უფროსი კობა ხარებავა გარემოვაჭრეებს მერთან შუამდგომლობას დაჰპირდა.

ამავე თემაზე:

დაკავებული გარემოვაჭრე სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ გაათავისუფლა

Print