რეგიონი
მარტვილში ღვინის ახალი საწარმო აშენდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ღვინის საწარმოს „როიალ დადიანის“ მშენებლობა დასრულდა. ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის“ ფარგლებში აშენდა.



დასრულებული სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ, შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.




პროექტის ფარგლებში, შპს „როიალ დადიანზე“ მშენებლობისთვის გაიცა 350 000 დოლარის გრანტი და 10 000 დოლარის აგროსესხი.


Print