ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში მოთავსებაზე ტენდერი გამოაცხადა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უპატრონო ძაღლების თავშესაფარში განთავსების მომსახურებაზე 30 000 ლარამდე ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ მოხეტიალე, უპატრონო და მიუსაფარ ცხოველთა იზოლირება ჰუმანური და უმტკივნეულო მეთოდით - ლასოთი ან ბადით უნდა უზრუნველყოს, ასევე, ცხოველები უნდა დამუშავდეს ჭიებსა და ბაქტერიებზე, ჩაუტარდეს სტერილიზაცია-კასტრაცია და სხვადასხვა სახის ვაქცინაცია. სავალდებულო იქნება მათი იდენტიფიკაცია (სპეციალური ძაღლისათვის განკუთვნილი ქარხნული დანომრილი საჭდით, ბირკით).

გარდა ამისა, კომპანიამ ცხოველთა განთავსება საკარანტინე და შემდგომ იზოლირების ვოლიერებში, ასევე, უკურნებელი სენით დაავადებული ცხოველის ან სიკვდილის წინა სტადიაში (სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობაში) მყოფი დაავადებული ცხოველის ევთანაზია (ევთანაზიის დროს უნდა შედგეს ვეტერინარი ექიმის მიერ შესაბამისი აქტი, ცხოველის ევთანაზიის საჭიროების შემთხვევაში საკითხი ინდივიდუალურად უნდა შეთანხმდეს საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმოამდგენელთან).

დოკუმენტაციაში დეტალურაადაა გაწერილი შესაბამისი პროცედურები.

ელექტრონული ტენდერში წინადადებების მიღება 12 თებერვალს დაიწყება და ორ დღეში, 14 თებერვალს დასრულდება.

ამავე თემაზე:

უპატრონო ძაღლების გადაუჭრელი პრობლემა ზუგდიდში (ფოტო)
Print