ახალი ამბები
მერაბ ქვარაიას „ანგარიში მოსახლეობას“ უმეტესად საჯარო უწყებებში დასაქმებულები დაესწრნენ (ვიდეო)
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ანგარიშს ისმენდნენ. შეხვედრას ძირითადად საჯარო მოხელეები და სხვა სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებული მოქალაქეები დაესწრნენ. ღონისძიებაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანა წითლიძის კითხვას მერაბ ქვარაიამ უპასუხა, რომ, შეხვედრის შესახებ, თითქმის, ერთი კვირის განმავლობაში მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაეგზავნა 10 000-მდე ზუგდიდელს.

„ყველა საშუალება გამოვიყენეთ, რომ თითოეული ზუგდიდელი დაუწყებული ყოფილიყო შეხვედრის შესახებ და აქ დასწრება დღეს ნებისმიერ მათგანს შეეძლო, საჯარო მოხელეებს კი ანგარიშის მოსმენას ვერ ავუკრძალავ“, - განაცხადა ქვარაიამ.



რაც შეეხება იმას, რომ სამართალდამცავებმა გარემოვაჭრეები შეხვედრაზე არ შეუშვეს, ქვარაიამ თქვა, რომ მათთვის შემოსვლა არავის აუკრძალავს.

„არა მგონია, ვინმეს არ შემოეშვა გარემოვაჭრეები. მე მათ გუშინაც შევხვდი და მზად ვარ, კვლავ შევხვდე“, - განაცხადა ქვარაიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრის ორგანიზატორმა განმარტა, რომ მათ გარემოვაჭრეებს შემოსვლა შესთავაზეს, თუმცა ეს თავად არ ისურვეს.

ამავე თემაზე:

გარემოვაჭრეებს მაჟორიტართან შეხვედრაზე დასწრების საშუალებას არ აძლევენ (ვიდეო)
Print