რეგიონი
გარემოვაჭრეები აქციების გაგრძელებას პარლამენტის შენობასთან გეგმავენ (ვიდეო)
გარემოვაჭრეებისა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის შეხვედრას მერი ლაშა გოგიაც დაესწრო. მან, დეპუტატის თანდასწრებით გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართები კიდევ ერთხელ შესთავაზა. გოგიას თქმით, რამდენიმე დღეში მდინარე ჩხოუშის მარცხენა სანაპიროზე არსებული ტერიტორია მოეწყობა, ისე როგორც ამას გარემოვაჭრეები ითხოვენ. ამასთან, მისივე ცნობით, მესაკუთრეებთან ჰქონდათ მოლაპარაკებები და სამთვიანი საშეღავათო პერიოდი ექვსამდე გაიზარდა.

გოგიას ამ წინადადებას გარემოვჭრეების პროტესტი მოჰყვა. ისინი გარევაჭრობის უფლებას ძველ ტერიტორიზე ალტერნატული ფართების მოწყობამდე ითხოვენ. ამ მოთხოვნაზე ლაშა გოგიამ მათ უარი უთხრა და შენობა დატოვა.

მოვაჭრეები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ აქციებს ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან გააგრძელებენ.

აქციის მონაწილეები დილით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს შეხვდნენ, თუმცა ვერც მათ შორის შედგა შეთანხმება.

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე მოვაჭრეები კვირაზე მეტია გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ. ისინი ალტერნატიულ ფართებზე გადასვლას იმ შემთხვევაში დათანხმდებიან თუ მანამდე მუშაობის უფლებას ძველ ტერიტორიაზე მისცემენ.


Print