რეგიონი
ზუგდიდის მერიაში ორი სამსახურის უფროსი დაინიშნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე ოთხი პირი დაინიშნა. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ზვიად ღურწკაია, ხოლო განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს კობა ჯიქია უხელმძღვანელებს. ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების უფროსად კობა მორგოშია, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსის მოადგილედ კი კარლო ღადუა შეირჩნენ.

კობა მორგოშია აღნიშნული თანამდებობაზე დანიშვნამდე, ზუგდიდის მერიის არქიტექტურის განყოფილებაში უფროსი სპეციალისტი, ხოლო კარლო ღადუა საკრებულო, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე იყო. კობა ჯიქია ბოლო თვითმმართველობის არჩევნებამდე მერის მოადგილის პოზიციას, რაც შეეხება ზვიად ღურწკაია იგი აიპპ სასაფლაოების მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

თანამშრომლებს მერი ლაშა გოგია უკვე შეხვდა.



კონკურსი მერიის ვაკანტურ თანამდებობებზე 25 დეკემბერს გამოცხადდა.

ფოტო: ზუგდიდის მერია

Print