ახალი ამბები
ფოთში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ფოთში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ხანდაზმული მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სახლში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა დახმარება გაუწიეს, მამაკაცი კი დაღუპული დახვდათ.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ცნობით, დამწვარია სახლის, დაახლოებით, 50 კვადრატული მეტრი და ჭერი.

„სახანძრო სამაშველო ბრიგადები ადგილზე იყვნენ სამ წუთში და 8 წუთში ხანძარი უკვე ლოკალიზებული იყო. ამ დროს 72 წლის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო“, - აღნიშნეს სააგენტოში.

შს სამინისტროში საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.

Print