რეგიონი
ზუგდიდში ველორბოლა მოეწყო
ზუგდიდში საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ველო შეჯიბრი გაიმართა. ღონისძიება რაიონული პროკურატურის ორგანიზებით პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურა“ ფარგლებში მოეწყო. მოსწავლეების გარდა, შეჯიბრში პროკურატურის და მერიის თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა. უსაფრთხოების მიზნით მარათონის დასრულებამდე აღმაშენებლისა და ხუბულავას ქუჩის გარკვეული მონაკვეთი გადაკეტილი იყო.



„ძალიან მიხარია, რომ შეჯიბრში ვიღებ მონაწილეობას, იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებ“, - თქვა ერთ-ერთმა მოსწავლემ.



აღნიშნული ღონისძიება მიზნად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს.




„ამ ღონისძიებით გვინდა საზოგადოებას მოვუწოდოთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. მსგავსი ღონისძიებები დანაშაულის ერთგვარი პრევენციაა “, - თქვა რაიონულმა პროკურორმა ლევან სალიამ.



შეჯიბრში გამარჯვებულ მონაწილეებს თასები, სიგელები და სხვა სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.


ფოტო: ზუგდიდის მერია


Print