ახალი ამბები
TI: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე ინფორმაციის ნახევარი არ ქვეყნდება
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მუნიციპალიტეტებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებული პრაქტიკის შესახებ კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ამჯერად ორგანიზაციამ საჯარო გახადა შესაბამისი ინფორმაცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდების შესახებ.

კვლევის თანახმად, მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას, კერძოდ, მერიის შემთხვევაში სრულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 44%, საკრებულოში შემთხვევაში კი 55 % არ ქვეყნდება. გარდა ამისა, ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არასრულად ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების და ხარჯთაღრიცხვის შესახებ, არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა და ქონების პრივატიზების შესახებ.





ამასთან, არ ქვეყნდება ინფორმაცია საკრებულოს დაგეგმილი სხდომისა და დღის წესრიგის თაობაზე, არ არის ხელმისაწვდომი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და დასახლების საერთო კრებების ოქმები და ა.შ.



“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მოუწოდებს ჩხოროწყუს მერიასა და საკრებულოს დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა, შეასრულონ 2016 წლის 7 მარტს მიღებული დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე.


ამავე თემაზე:

TI: ფოთის მერიას გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 70% ვებ-გვერდზე არ უდევს

Print