რეგიონი
ვითიბი ბანკის ზუგდიდის ფილიალის კარები ჩამსხვრეულია
ზვიად გამსახურდიას გამზირზე არსებული ვითიბი ბანკის მინის კარები ჩამსხვრეულია. ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. თანამშრომლების ინფორმაციით, ბანკიდან თანხა არ არის წაღებული. ბანკი დროებით არ მუშაობს. 

Print