ახალი ამბები
ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე თოვლის გამო გადაადგილება შეზღუდულია
თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის (კმ30-კმ186) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ30-კმ70 ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო ხაიში-უშგულის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


ამავე გზის ზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Print