რეგიონი
ბი აი ჯის ფილიალის გახსნა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში, გამსახურდიას #67-ში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბი აი ჯის ფილიალი ოფიციალურად გაიხსნა. ორგანიზაცია მომხმარებელს სთავაზობს, როგორც ბიზნეს, სახელფასო, ონლაინ და ავტო სესხებს, ასევე, სესხებს გზავნილების უზრუნველყოფით, ფულად გზავნილებს და ა.შ. ზუგდიდის ფილიალის მენეჯერის ვალერი ნადარაიას თქმით, მათ ძირითად პრიორიტეტს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება წარმოადგენს.



„ჩვენი ფილიალი 8 იანვრიდან ფუნქციონირებს. უკვე გვყავს 200-მდე მომხმარებელი, რაც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ორგანიზაციის შემოსვლას მოსახლეობა პოზიტიურად შეხვდა და ჩვენი მხრიდან ყველანაირად ვეცდებით კიდევ უფრო დავხვეწოთ არსებული სერვისები. ჩვენი სერვის-ცენტრი ორიენტირებულია ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ასევე მხარს ვუჭერთ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ ფერმერებს და ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ ოპერაციებს “, - აღნიშნა ნადარაიამ.


გახსნის ცერემონიალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მომხმარებლები დაესწრნენ.


„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხარა ამ ორგანიზაციას, იმისთვის რომ ჩამოვიდა ჩვენს ქალაქში. ეს არის მზარდი ქალაქი, მზარდი პერსპექტივებით და აუცილებელია შეიქმნას უფრო მეტი დასაქმების სერვისი", - თქვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ფაცაციამ.


ბი აი ჯის ზუგდიდის ფილიალში 20-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

R


Print