რეგიონი
ხობში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება
შპს "ფაზის ოილი" ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს. "ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და ექსპლუატაციის" პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესახებ დღეს ფოთში იმსჯელეს.



გარემოზე ზემოქმედების შეფასება საერთაშორისო სერთიფიცირების ცენტრის შპს „ეკოსპექტრის“ მიერ იქნა მომზადებული. იგი ცენტრის დირექტორმა ირაკლი კაველაძემ წარმოადგინა. პროექტის თანახმად, ქარხანამ დღე-ღამეში 500 ტონაზე მეტი ნედლეული უნდა გადაამუშაოს. დაგეგმილია აირების სამარაგო რეზერვუარის და 2 მეგავატის სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა. კომპანია ქარხნის მშენებლობაზე 600-700 ადამიანის, ხოლო შემდეგ 350 მუშახელის დასაქმებას აპირებს.



პროექტის განხილვას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.



Print