ახალი ამბები
ფოთში „ხიბულა“ უჩვენეს
ფოთში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შესახებ გადაღებული ფილმი "ხიბულა" უჩვენეს. ფილმი, რომლის  რეჟისორი გიორგი ოვაშვილია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის უკანანასკნელ 50 დღეს ასახავს. მისი ხანგრძლივობა 99 წუთია და ფილმი იმ ეპიზოდიდან იწყება, როცა გამსახურდია დევნილობაში აღმოჩნდა. შექმნის ისტორიაზე დამსწრე საზოგადოებას თავად გიორგი ოვაშვილმა უამბო.

გარდა ამისა, ფოთელებმა „გაღმა ნაპირიც“ ნახეს, რომლის შემდეგ დისკუსია გაიმართა.

ამავე თემაზე:

„ხიბულა“ პარიზში უჩვენეს

ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო დღეებზე გადაღებული ფილმი კინოთეატრებში გამოდის (ვიდეო)
Print