ახალი ამბები
პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობის პროექტირებაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობის პროექტირებაზე გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში მონაწილე ერთადერთმა კომპანიამ დისკვალიფიკაცია მიიღო, შესაბამისად, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, იტალიურმა კომპანიის Spea Engineering S.p.A. მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია არასრულყოფილი იყო. გარდა ამისა, ვერ წარმოადგინა ხარჯთაღიცხვა და ფასების ცხრილი, რაც კანონმდებლობის დარღვევაა და დაზუსტების გარეშე დიკვალიფიკაციას ითვალისწინებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველს უფროსის ლევან ყანდაშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობაის პროექტირებაზე ახალი ტენდერი გამოცხადდება.



აღნიშნული ტენდერი, რომლის შესყიდვის ღირებულება 10 998 972 ლარი იყო, 24 დეკემბერს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 5 თებერვალს დასრულდა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გზისა და რკინიგზის მშენებლობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვსა და ანაკლიას შორის უნდა მოეწყოს. ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, პირველ ეტაპზე დაგეგმილია პორტამდე მისასვლელი ორზოლიანი გზის მშენებლობა, რომლის სიგანე 11 მეტრი იქნება. საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი საავტომობილო გზის მთელ სიგანეზე, რაც 30 მეტრიან კორიდორს ითვალისწინებს, განსახლების სამოქმედო გეგმასაც მოიცავს.

რაც შეეხება სარკინიგზო ინფრასტრუტურას, ოპერირების პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია მინიმუმ ერთი ელექტროფირებული სარკინიგზო ხაზისა და სხვა დამხმარე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა (17-18კმ). გარდა ამისა, აღნიშნული ეტაპი განსახლების სამოქმედო გეგმისა და საპროექტო ბუფერის მომზადებასაც მოიცავს.


ამავე თემაზე:

პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობა შესაძლოა იტალიურმა კომპანიამ დააპროექტოს 

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის პროექტზე ტენდერი გამოცხადდა

Print