რეგიონი
კოლხეთის ეროვნული პარკები UNESCO მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად გამოცხადდება
კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად გამოცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაცული ტერიტორიების სააგენტო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) ერთად მუშაობს, რომ საქართველოში UNESCO მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად პირველად მაჭახელას, მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები ასევე, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები გამოცხადდეს.



პროექტს, რომელიც გერმანიის გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროსა და WWF-ის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობა, 2017 წლიდან ახორციელებენ.




აღნიშნულის შესახებ შეხვედრა წინასწარი შეფასება კოლხეთი ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად გამოცხადების მიზნით" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც დამოუკიდებელი ექსპერტები, ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
Print