ახალი ამბები
ზუგდიდის ყინულის სახლის რეაბილიტაციისთვის 400 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯება
ზუგდიდის ყინულის სახლის რეაბილიტაციისთვის 407 845 ლარი გამოიყოფა. აღნიშნული საკითხი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მოიწონეს.

მანამდე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძროაბის“ თავმჯდომარე ანა წითლიძე დაინტერესდა, ვინ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ სამუშაოები ხარისხიანად და შესაბამის ვადებში ჩატარდეს.

„ორჯერ მივეცით თანხები ბიუჯეტიდან ყინულის სახლის რეაბილიტაციისთვის, მოიგო კონკრეტულმა კომპანიამ და აღმოჩნდა, რომ უხარისხოდ იყო შესრულებული. ახლა ვინ იქნება პასუხისმგებელი, რომ საბოლოოდ დასრულდეს ეს სამუშაოები და გაიხსნას ყინულის სახლი“, - თქვა წითლიძემ.

საკრებულოს თავმჯომარის მამუკა წოწერიას განმარტებით, აღნიშნული პროექტი მთავრობას გადაეგზავნება, რის შემდეგაც მერია ტენდერს გამოაცხადებს.

„ჩატარდა დეტალური ხარჯთაღრიცხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დეტალური დანადგარები და მოწყობილობები უნდა იქნეს, რომ მივიღომ სრულყოფილი ყინულის სახლი. ვცდილობთ, მინიმალურ ვადებში დაიწყოს რეაბილიტაცია“, - აღნიშნა წოწერიამ.



გარდა ამისა, საკრებულომ დღეს რუხის საავამდყოფომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტიც მოიწონა, რომელიც, ასევე საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.

საციგურაო მოედნის გახსნა 2014 წლის შემდეგ რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა ის ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. ამის მიზეზად რამდენიმე თვის წინ ამ დროისთვის ლიკვიდირებულ ქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტების გაერთიანებას ასახელებდნენ.

მოედნის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, რისთვისაც 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ბოლოს მოედანი 2015 წელს დიდთოვლობის შედეგად დაზიანდა. მას რეაბილიტაცია უკრაინელმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 154 127 ლარი გამოიყო.

ამავე თემაზე:

მერია: ზუგდიდის ყინულის სახლს რეაბილიტაცია სჭირდება
Print