ახალი ამბები
ზუგდიდში ქუჩებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდებაზე სპეციალური ჯგუფი იმუშავებს
ზუგდიდი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხებს სპეციალური ჯგუფი განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. აღნიშნული ჯგუფი ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის ფარგლებში იმუშავებს.

კომიისიის თამჯდომარის ირაკლი ლაგვილავას განმარტებით, სასურველია, რომ აღნიშნულ ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ.



„ჯგუფში უნდა იყვნენ ისტორიკოსებიც, რომლებიც იმ ადამიანების შესახებ მოგვცემენ ცნობებს, ვინც ახალ თაობას დავიწყებული ჰყავს. არ უნდა მოხდეს ვინმეს ინდივიდუალური სურვილით ამ საკითხების გადაწყვეტა“, - აღნიშნა ლაგვილავამ.

დღესვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორ ქუჩას სახელი გადაერქვა. ჯორჯიაშვილის ქუჩას ვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის ყოფილი დირექტორის, ვახტანგ კვარაცხელიას სახელი მიენიჭა, სოფელ კიროვში ერთ-ერთ ქუჩას „თავისუფლების ქუჩის“ ნაცვლად მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მფრინავის ივანე გახარიას სახელი დაერქვა.


ფოტო: "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"


ამავე თემაზე:

საბჭოთა კომუნისტური ტოპონიმიკა ზუგდიდის ქუჩებსა და სოფლებში


Print