ახალი ამბები
თეკლათში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტოავარიის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.
Print