ახალი ამბები
ზუგდიდში ქურდობის ფაქტებზე ორი არასრულწლოვანია გამოვლენილი
ზუგდიდში სხვადასხვა ობიექტის გაქურდვის ფაქტზე ორი არასრულწლოვანია მხილებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სწრაფი კვების ობიექტისა და მარკეტის გაქურდვის ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 177-ე მუხლით იყო აღძრული. უწყების ცნობით, ორივე არასრულწლოვანი დანაშაულს აღიარებს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდების მიერ წაღებული ნივთები სამართალდამცავებმა ამოიღეს.


Print