რეგიონი
„ჩოხოსანთა“ უწყვეტი ლოცვა სამშობლოს ერთიანობისთვის (ვიდეო)

„ჩოხოსანთა“ საზოგადოების ზუგდიდის სადროშო სამშობლოს ერთიანობისა და დედა ეკლესიისთვის სვეტიცხოვლის ტაძარში დაწესებულ უწყვეტ

ლოცვას შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით, ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში პარაკლისი მაცხოვრის ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზ გიორგი ჯგუშიამ აღავლინა.

 




„გვინდა, რომ ზუგდიდიდან, სადაც სამყაროს უდიდესი სიწმინდე, ღვთისმშობლის სამოსელია დავანებული, შევუერთდეთ ჩვენი ძმების აღვლენილ ლოცვას და აქაც დავაწესოთ უწყვეტი ლოცვა მამულისთვის, ეკლესიისთვის, მშვიდობისთვის “, - თქვა „ჩოხოსანთა“ საზოგადოების ზუგდიდის სადროშოს წინამძღოლმა გიორგი ქორთუამ.



„ჩოხოსნების“ ინიციატივითა და კათალიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით, სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში, სადაც მაცხოვრის კვართია დავანებული, დაწესდა უწყვეტი ლოცვა ქვეყნის ერთიანობისთვის და ეკლესიისთვის.



„ჩოხოსნები“ სხვადასხვა კუთხეებიდან მათთვის დაწესებულ დროს აღავლენენ სავედრებელ ლოცვებს.



გარდა ამისა, დღის ბოლოს, „ჩოხოსანთა“ საზოგადოებაში ახალი წევრი, ექიმი ედემ იზორია მიიღეს.

 

Print