რეგიონი
მიხეილ თუმანიშვილის თეატრი ზუგდიდში
პირველად ზუგდიდში, კულტურის ცენტრ "ოდიშის" საკონცერტო დარბაზში თუმანიშვილის თეატრმა სპექტაკლი "მეფე ლირი" წარმოადგინა. ზუგდიდელმა მაყურებელმა უილიამ შექსპირის პიესის ახლებური ინტერპრეტაცია იხილა, რომელიც თუმანიშვილის თეატრის სცენაზე რეჟისორმა ზურაბ გეწაძემ დადგა. ლირის როლს თეატრისა და კინოს მსახიობი ზურაბ ყიფშიძე ასრულებს.



„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, რადგან თუმანიშვილის თეატრი პირველად არის ზუგდიდში. ვფიქრობ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაყურებელს ჩვენი სათქმელი ვუთხარით და ჩვენც შეგვიყვარდა ზუგდიდელი მაყურებელი“, - აღნიშნა რეჟისორმა ზურაბ გეწაძემ.




სპექტაკლი თითქმის ოთხ საათს გრძელდებოდა.

„მე პირველად არ ვარ ამ სცენაზე და აქ მაყურებელი ყოველთვის არაჩვეულებრივია. მე განებივრებული ვარ ამ ყურადღებით, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის“, - თქვა ზურა ყიფშიძემ.



ღონისძიება არასამთავრებო ორგანიზაცია „არტ-უნივერსალის“ ორგანიზებით გაიმართა.

Print