რეგიონი
აფხაზეთის უნივერსიტეტის რექტორი: გალელი აბიტურიენტებისთვის სპეციალური პროგრამა შევიმუშავეთ
„აფხაზეთის უნივერსიტეტის დიპლომის მიღება შეუძლია ნებისმიერ აბიტურიენტს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას მოქალაქეობა, ცხოვრობს გალის, თუ სხვა რომელიმე რაიონში“, - ამის შესახებ „აბხაზია ინფორმს“ უმაღლესი სასწავლებლის პრორექტორმა ვიქტორ მალანძიამ განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, აფხაზეთის უნივერსიტეტმა “გალის რაიონიდან სახელმწიფოს დაკვეთით 80 აბიტურიენტი მიიღო".

„ჩვენ ვმუშაობთ გალის ადმინისტრაციასთან და ვცდილობთ წინასწარ შევხვდეთ აბიტურიენტებს, დავაზუსტოთ, თუ რა სპეციალობებით ინტერესდებიან ისინი", - აღნიშნა მალანძიამ.

გამოცემის ცნობით, მოქალაქეობის არმქონე პირებმა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩასაბარებლად უნდა წარადგინონ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაცემული დოკუმენტები (ფორმა №9, ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან და სხვ.).

„გალის რაიონის აბიტურიენტებისთვის ჩვენ სპეციალური პროგრამა შევიმუშავეთ, მათი სასკოლო მომზადების და ენის ბარიერის გათვალისწინებით. ჩვენ ასევე თვალს ვადევნებთ, თუ როგორ მიმდინარეობს გალელი სტუდენტების ინტეგრაცია თანატოლებთან“, - თქვა მალანძიამ.

პრორექტორის განმარტებით, უნივერსიტეტში ჯერ არ დაფიქსირებულა გალის რაიონიდან ჩამოსულ სტუდენტებთან დაკავშირებული საყოფაცხოვრებო, პოლიტიკურ ან ეთნიკურ საფუძველზე წარმოქმნილი კონფლიქტები.

მალანძიას თქმით, არის შემთხვევები, როდესაც გალელი სტუდენტები წყვეტენ სწავლას ოჯახური ან სხვა პირობების გამო. ამავე ცნობით, ზოგიერთი გალელი სტუდენტი უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ რაიონულ სკოლაში, ან რაიონული ადმინისტრაციის სტრუქტურებში იწყებს მუშაობას.

პრორექტორმა აღნიშნა, რომ ერთ თვეში აფხაზეთის უნივერსიტეტთან ახლოს 200 ადგილზე გათვლილი, სათანადოდ აღჭურვილი, სტუდენტური საერთო საცხოვრებელი მოეწყობა.

ზამთრის არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 თებერვალს განახლდება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია "გზამკვლევმა" ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა.
დღის სიახლეები
17 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მოქალაქეებმა, აქტივისტებთან და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ე.წ უცხოელი აგენტების კანონის პარლამენტში პირველი მოსმენით მიღება გააპროტესტეს.
17 / აპრილი 2024
საქართველოს პარლამენტში "აგენტების კანონს" კანონპროექტის 83 მხარდამჭერიდან ზუგდიდელი, ხობელი და ფოთელი დეპუტატებიც არიან.
17 / აპრილი 2024
საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
11 / აპრილი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.