რეგიონი
სოხუმის სკოლებში ნარკომანიის წინააღმდეგ მიმართული კამპანია ტარდება
დე ფაქტო აფხაზეთის პედაგოგიკის ინსტიტუტი ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია მოზარდებს შორის ნარკომანიის პროფილაქტიკა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა.  ის ინტერაქტიული მეთოდიკის „ფორუმ-თეატრის“ გამოყენებით გაიმართება.  უფროსკლასელებზე გათვლილმა პროექტმა, მოზარდებში ნარკოტიკების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება უნდა ჩამოაყალიბოს.

ინსტიტუტის წარმომადგენლის ალხას ჯოპუას თქმით, "ღია დიალოგის და ანალიზის შედეგად, ახალგაზრდები შეძლებენ, წინ აღუდგნენ ამ ეპიდემიას, რომელიც საზოგადოებას დემოგრაფიულ და ფსიქო-ტრავმატულ ზიანს აყენებს“.

მისი განმარტებით, ნარკომანიის წინააღმდეგ მიმართული ინტერაქტიული მეთოდიკა „ფორუმ - თეატრი“ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდიკაა. ის უკვე ტარდება სოხუმი რამდენიმე სკოლაში.

მოსწავლეებთან მუშაობის შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპი, რომელშიც პედაგოგები ჩაერთვებიან.


Print