რეგიონი
აფხაზეთიდან რუსეთში 5 ტონაზე მეტი მიმოზა გაიტანეს
აფხაზეთიდან რუსეთში მიმოზის გატანა 18 თებერვლის შემდეგ დაიწყეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „ ამ დროისათვის უკვე 5, 347 ტონა „ოქროს“ თაიგული გაიტანეს, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 5 ტონა.

ადლერის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლის დენის ვორონინის თქმით, მეწარმეები, რომლებსაც რეგულარულად გააქვთ საქონელი აფხაზეთიდან რუსეთში, საბაჟო დეკლარირიების გამარტივებულ ფორმას იყენებენ. საბაჟო გადასახადის და საექსპორტოდ გათვლილ მთელს საქონელზე დეკლარაციის ერთხელ წარდგენის შემდეგ, მათ საქონლის ნაწილ - ნაწილ გატანა შეუძლიათ“.

2017 წელს დე ფაქტო რესპუბლიკიდან 33,5 ტონა მიმოზა გაიტანეს.


Print