რეგიონი
ზუგდიდში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით იმსჯელეს
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებებისთვის მთავრობა 130 ერთეული შემასხურებელი ტექნიკის შეძენას გეგმავს. ამასთან ერთად, შეიქმნა სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები მოეწყობა, ასევე, პერიოდულად წამლობა გატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზუგდიდში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მას მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი ზურაბ ხიდაშელი და ადგილობრიოვი ფერმერები ესწრებოდნენ.

„პროგრამის შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი პარტნიორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. გამოყოფილი თანხები ნაწილი მოსახლეობის ჩართულობასა და მათი ცნობიერების ამაღლებას მოხმარდება, ვინაიდან ეს საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია ამ პროგრამაში. ამ პროცესებში ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობის მონაწილეობა. 230 ათას ოჯახს პესციტიდებთან ერთად უკვე დაურიგდა საინფორმაციო ბუკლეტი. მსგავსი საინფორმაციო კამპანიები კვლავ აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნა შეხვედრაზე ზურაბ ლიპარტიამ.

მისი ინფორმაციით, ასევე განიხილება მსოფლიოში აპრობირებული მეთოდის, მავნებლის ბიოლოგიური მტრის კრაზანა “სამურაის“ შემოყვანაც, რომელიც აზიანებს ფაროსანას კვერცხებს, თუმცა არ ვნებს ფუტკარს და სხვა სასარგებლო მწერებს.


„სანამ ბუნებაში გაუშვებთ, დაზუსტებით შესასწავლია ვნებს თუ არა ის სხვა მტაცებელ მწერებს, რომლებიც სასარგებლონი არიან სხვა პარაზიტებთან საბრძოლველად. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი ჯგუფი იმყოფება შვეიცარიაში და სწავლობს იქაურ გამოცდილებას. გარდა ამისა, თბილისში იგეგმება ლაბორატორიის მოწყობა, სადაც გამოიკვლევენ, როგორც შემოყვანილ, ასევე ადგილობრივ მწერებსაც. შესაძლებელია, მავნებლის წინააღმდეგ სხვა მწერებიც გამოვიყენოთ“, - თქვა მან.

ფერმერებს რეკომენდაციები სამინისტროს კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა ზურაბ ხიდაშელმაც მისცა. მისი განმარტებით პირველი წამლობა უნდა მოხდეს მაშინ, როცა ტემპერატურა სტაბილურად 15 გრადუსი იქნება, ხოლო მეორე - თხილის ნაყოფის დამწიფებამდე. რაც შეეხება მესამე წამლობას, ის შესაძლოა ვერ მოესწროს, რადგან აუცილებელია ლოდინის პერიოდის დაცვა, რაც პრეპარატის ბოლო შესხურებიდან მოსავლის აღებამდე პერიოდს მოიცავს.

მისივე, ცნობით აზიურმა ფაროსანამ თხილის მოსავლის 15-20% დააზიანა, ხოლო დანარჩენი სხვა სოკოვანმა და ბაქტერიულმა დაავადებებმა გამოიწვია.

შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. კითხვები ძირითადად პესტიციდებს და ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებს შეეხებოდა.


დამსწრეთა ნაწილმა პესტიციდების ხარისხთან დაკავშირებით გამოთქვა უკმაყოფილება, ნაწილმა კი აღნიშნა, რომ ბაზარზე პრეპერატების კონტროლი არ ხდება და შესაბამის უწყებებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა. მათივე თქმით, მოსახლეობამ უკვე თხილის გაკაფვა დაიწყო რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონი თხილის კულტურის გაქრობის სეროზული პრობლემის წინაშე დგას.

„არავინ არ აკონტროლებს ამ პესტიციდებს, ორი კაპიკი, რომელიც გლეხს აქვს პესტიციდის შესაძენად, ხშირ შემთხვევაში - არაეფექტურია. მოვითხოვთ, რომ ეს მკაცრად გაკონტროლდეს. ასევე, უნდა გაკონტროლდეს იმ ტერიტორიების რაოდენობა, რომელსაც წამლავენ. სოფელში უამრავი მიტოვებული ტერიტორიაა, რომელსაც არავინ წამლავს. მოსახლეობა უკვე თხილის ნერგებს კაფავს“, - თქვა შეხვედრაზე ერთ-ერთმა მოქალაქემ.

დასასრულს, მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ მოსახლეობას პირობა მისცა, რომ მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებში თავადაც აქტიურად ჩაერთვება.


„ყველანი უნდა ჩავერთოთ ამ პროცესში. მათ შორის მნიშვნელოვანია მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობა და აქტიურობა. მზად ვარ, რომ მათთან, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად კოორდინირებულად ვიმუშავო“ , - აღნიშნა მან.

ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით გაიმართა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დღის სიახლეები
28 / მარტი 2024
ტყაშ მაფა - დემონური ქალღვთაება კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები.
28 / მარტი 2024
უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარს სამშობლოში 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
28 / მარტი 2024
სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლების გასახლება იგეგმება, ამის შესახებ „აფხაზური პორტალი“ იუწყება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.