რეგიონი
ფოთში ახალი საწარმო გაიხსნა
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ფოთში „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო გაიხსნა. ღონისძიებას საწარმოს დამუძნებელები და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.


ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო პროდუქციას მიაწოდებს ისეთ მსხვილ ბრენდებს, როგორებიცაა New Balance და Under Armour. მისივე ცნობით, ახალ საწარმოში 3000 ადამიანი დასაქმდება.


“აჭარა ტექსტილი“ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც უკვე თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima და საქართველოში შეკერილი პროდუქციის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე ახერხებს. კომპანია წლიურად 10 000 000 ერთეულ პროდუქტს აწარმოებს, ხოლო ახალი მაღალი ხარისხის მანქანა-დანადგარების ამოქმედებით წარმოების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდებას გეგმავს.

Print