რეგიონი
რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავმისადგომთან ზღვა დააბინძურა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციასთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურა. გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა, რასაც დაემატა გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა 1 276 ლარის ოდენობით.

გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს, დაკისრებული საჯარიმო სანქციებისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

Print