რეგიონი
სოფელ დავითიანში ხანძარს შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მეხანძრე-მაშველები. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 188-ე მუხლითაა დაწყებული.


მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები არსებულ ვითერებას ადგილზე გაეცნენ. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ღია ცის ქვეშ დარჩენილ ქირიების ოთხსულიან ოჯახს მუნიციპალიტეტის მერია პროგრამულად გათვალისწინებულ 1000 ლარიან დახმარებას გაუწევს, სახლის აღდგენამდე დროებით საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფს და დაკრძალვის ხარჯების ნაწილსაც დაუფარავს.



ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია


Print