რეგიონი
მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარის განთავსების მომსახურებაზე ტენდერი ვერ შედგა
ზუგდიდის მერიის მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო ძაღლების თავშესაფარში მოთავსებაზე გამოცხადებულ ტედნერში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ტენდერში მონაწილე ერთდაერთმა კომპანიამ შპს "ვექტრამ" ტექნიკური დისკვალიფიკაცია მიიღო. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პრეტედენტმა შესაბამისი დოკუმენტაცია სრულად არ წარმოადგინა.

აღნიშნული ტედნერის სავარაუდო ღირებულება 29`965 ლარია, რომელშიც წინადადებების მიღება 3-დან 5 მარტამდე გაგრძელდება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ მოხეტიალე, უპატრონო და მიუსაფარ ცხოველთა იზოლირება ჰუმანური და უმტკივნეულო მეთოდით - ლასოთი ან ბადით უნდა უზრუნველყოს. ასევე, ცხოველები უნდა დამუშავდეს ჭიებსა და ბაქტერიებზე, ჩაუტარდეს სტერილიზაცია-კასტრაცია და სხვადასხვა სახის ვაქცინაცია. სავალდებულო იქნება მათი იდენტიფიკაცია (სპეციალური ძაღლისათვის განკუთვნილი ქარხნული დანომრილი საჭდით, ბირკით) და ა.შ.

რამდენიმე წლის წინ ზუგდიდიდან მიუსაფარი ძაღლები ოზურგეთის თავშესაფარში გადაჰყავდათ, რაც საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. მაშინ გაირკვა, რომ ინდ. მეწარმე გიორგი მაღლაფერიძის მიერ მოწყობილი თავშესაფარი სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.

მერიის მიერ 2016 წელს გამოცხადებული ტენდერი ისევ გიორგი მაღლაფერიძემ მოიგო, თუმცა სამოქალაქო სექტორის აქტიურობამ შედეგი გამოიღო და მუნიციპალიტეტმა მეწარმესთან დადებული ხელშეკრულება გააუქმა. ამის შემდეგ, უპატრონო ძაღლები ბათუმში გადაჰყავდათ, თუმცა ამ შემთხვევაშიც ცხოველთა მოყვარულები თავშესაფარ "სერვერის" პირობებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.


Print