რეგიონი
ბექა რუსიას საქმეზე განაჩენი დღეს გახდება ცნობილი
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილი წვევამდელის ბექა რუსიას საქმეზე განაჩენის გამოსატანად მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. იგი გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში გამოაცხადებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას, ხოლო ადვოკატი ნინელი ქოიავა არსებითი გარემოებებიდან გამომდინარე, პირობითი მსჯავრის გამოყენებას ითხოვს. მისი თქმით, დაკავებული დავით ჯალაღონია ბრალს აღიარებს და აღნიშნული შემთხვევა გაუფრთხილებლობით მოხდა.

პროცესს როგორც გარდაცვლილის, ასევე დაკავებულის ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებიან.

წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მომხდარზე საქმე სს კოდექსის 116-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მოგვიანებით, ბექა რუსიას ტელეფონში აღმოჩენილი ფოტო-ვიდეომასალის საფუძველზე გამოძიება სს კოდექსის 333-ე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე დაიწყო. გარდაცვლილის ოჯახს პროკურატურის ვერსიის არ სჯერა. რუსიები საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ.


ამავე თემაზე:

მუჟავაში გარდაცვლილი წვევამდელი შსს-მ სამხედრო განყოფილებაში დაიბარა (ფოტო)
Print