რეგიონი
ბექა რუსიას საქმეზე ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილი წვევამდელის ბექა რუსიას საქმეზე ბრალდებულს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.



წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მომხდარზე საქმე სს კოდექსის 116-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მოგვიანებით, ბექა რუსიას ტელეფონში აღმოჩენილი ფოტო-ვიდეომასალის საფუძველზე გამოძიება სს კოდექსის 333-ე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე დაიწყო. გარდაცვლილის ოჯახს პროკურატურის ვერსიის არ სჯერა. რუსიები საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ.


ბექა რუსიას საქმეზე განაჩენი დღეს გახდება ცნობილი
Print